განსხეულების მ^შვიდი ორშაბათი * კურსი ეკატასთან ერთად ლუმოსში, 3 November

განსხეულების მ^შვიდი ორშაბათი * კურსი ეკატასთან ერთად ლუმოსში

Lumos • ლუმოს

Highlights

Mon, 03 Nov, 2025 at 07:30 pm

2.5 hours

Lumos • ლუმოს (Sairme St. 71/ Inside Godziashvili Park /Tbilisi)

Advertisement

Date & Location

Mon, 03 Nov, 2025 at 07:30 pm to 10:00 pm (GET)

Lumos • ლუმოს (Sairme St. 71/ Inside Godziashvili Park /Tbilisi)

საირმის ქუჩა 71, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia

Save location for easier access

Only get lost while having fun, not on the road!

About the event

განსხეულების მ^შვიდი ორშაბათი * კურსი ეკატასთან ერთად ლუმოსში
ლუმოსში გეპატიჟებით საკუთარ სხეულში მოგზაურობის შვიდკვირიან კურსზე, სახელწოდებით, „განსხეულების მ^შვიდი ორშაბათი“. 🌊

კურსი მოიცავს 7 შეხვედრას, შეხვედრები ჩატარდება ყოველ ორშაბათს.
შეხვედრის თარიღები: 3,10,17 ნოემბერი;
1-ელი, 8, 15, 22 დეკემბერი.

კურსის ღირებულებაა: 22 ოქტომბრამდე დარეგისტრირების შემთხვევაში - 360 ლარი
22 ოქტომბრის შემდეგ - 420 ლარი

🌱 რეგისტრაცია გულისხმობს პრაქტიკაზე დასწრების ღირებულების სრულად გადახდას.

⛵️ კურსს გაუძღვება ეკატა, რომელიც თავად მოგვიყვება თავისი საავტორო კურსის შესახებ:

„მოდი ჯერ თვალები დახუჭე და წარმოდიგინე, რომ გარშემო ყველა წუწუნებს, ორშაბათი მოვიდაო, შენ კი მოუთმენლად ელი ორშაბათ საღამოს, და მის მოტანილ აღმოჩენებს.

წარმოიდგინე? ახლა შეგიძლია თამამად გააგრძელო კითხვა.

☄️ განსხეულება, ანუ სხეულით გამოხატვა, სხეულით ხატვაა. როდესაც ვიბადებით, ჩვენი სხეული კავშირშია ჩვენს შინაგან სამყაროსთან, პირდაპირ გადმოსცემს იმას, რაც შიგნით ხდება. ბავშვებს თუ დააკვირდები, ეს მარტივი შესამჩნევია. ნელ-ნელა, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, გააზრებულად თუ გაუაზრებლად, ვსწავლობთ ემოციების, ფიქრების, შეგრძნებების სხეულში გამოკეტვას, გასაქანის არ მიცემას. თითქოს მათ ჩიტებივით გალიაში ვამწყვდევთ, და ჩვენც ნაბიჯ-ნაბიჯ ვივიწყებთ სხეულის ენას.

სხეული კი ჩვენი სახლია. სხეულმა ხშირად იცის ის, რაც გონებამ ჯერ, ან საერთოდაც არ იცის. სხეულზე დაკვირვებით უამრავი აღმოჩენის გაკეთება შეიძლება საკუთარ თავზე.

სწორედ ამით დავკავდებით ორშაბათობით, შვიდი კვირის განმავლობაში: მივცემთ ჩვენს სხეულს საშუალებას, მოჰყვეს ამბებს, წარსულს თუ ზღაპრულს, თავისუფლად გამოხატოს ემოციები, გამოუშვას გალიაში ჩარაზული ჩიტები...

ცოტა უფრო კონკრეტულად: ყოველ ორშაბათს გვექნება სხეულის გაღვიძება სხვადასხვა მარტივი ფიზიკური აქტივობით. ასევე იქნება ერთგვარი მოძრავი მედიტაცია, რომლის დახმარებითაც სხეულს მივცემთ თავისუფლებას, გამოხატოს, განასხეულოს ის ნარატივი, რაც ჩაესმება.

გარდა ამისა, ყოველი შეხვედრა იქნება განსხვავებული, ფერად-ფერადი აღმოჩენებით სავსე: დავხატავთ, დავწერთ, ვიცეკვებთ, ვიმღერებთ... მაგრამ ამ ჩამონათვალმა არ შეგაშინოს: არანაირი წინასწარი გამოცდილება არ არის საჭირო ამ კურსში მონაწილეობის მისაღებად. მხოლოდ მონდომება და ინტერესი საკმარისია.

საკუთარ სხეულში მოგზაურთა ჯგუფი წინასწარ შეიკვრება; შევახტებით იალქნიან გემს და გავუყვებით გზას რუკაზე დაუტანელი ტერიტორიების აღმოსაჩენად. დაძრულ გემზე უკვე ვეღარავინ შემოგვიერთდება. შვიდი კვირის განმავლობაში ერთად ვიქნებით ძიებაში; დავეხმარებით ერთმანეთს და საკუთარ თავს გზის გაკვლევაში. ამიტომ მნიშვნელოვანია გქონდეს მოტივაცია, იყო ეკიპაჟის წევრი მთელი ამ დროის განმავლობაში, სურვილი, დრო და აღმოჩენების დაუოკებელი წყურვილი.

ჩვენი გემი 12 ადამიანს იტევს მხოლოდ, ასე რომ, თუ გინდა:

🐾 იმოგზაურო - ისე რომ, შვებულება არ აიღო;
🐾 დაუხალოვდე საკუთარ სხეულს და დაიწყო მისი მოსმენა;
🐾 გაიცნო და დაუმეგობრდე ახალ ადამიანებს;
🐾 გამოსცადო და მოიპატიჟო ახალი შეგრძნებები;
🐾 გაიფერადო ორშაბათი საღამოები.

გაგვაგონე ხმა და დარეგისტრირდი.

💫 ეკატა სხეულის მოტრფიალე და სხეულის ენის აქტიური მკვლევარია. მისი ცხოვრების გზაა, შექმნას სივრცეები, სადაც ადამიანები მოდუნდებიან, განიტვირთებიან და მრავალფეროვან აღმოჩენებს გააკეთებენ შინაგან და გარეგან სამყაროზე.
ის წლებია უძღვება თავისუფალი ცეკვის შეკრებების სერიას „Monkey Dance“, ქალთა გასვლით მოგზაურობას, „შენShe“, და სხვა მრავალფერ შეკრებებს ლუმოსში თუ მის გარეთ.
ეკატა ფერადი ჩიტია, რომელიც მუდმივად მოგზაურობს აღმოჩენების ძიებაში, რომ მერე ისინი გარშემომყოფებს გაუზიაროს. 🧜‍♀️


You may also like the following events from Lumos • ლუმოს:

interested
Stay in the loop for updates and never miss a thing. Are you interested?
Yes
No

Ticket Info

To stay informed about ticket information or to know if tickets are not required, click the 'Notify me' button below.

Advertisement

Nearby Hotels

Lumos • ლუმოს (Sairme St. 71/ Inside Godziashvili Park /Tbilisi), საირმის ქუჩა 71, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia
Get updates and reminders
Ask AI if this event suits you

Host Details

Lumos • ლუმოს

Lumos • ლუმოს

Are you the host? Claim Event

Advertisement
განსხეულების მ^შვიდი ორშაბათი * კურსი ეკატასთან ერთად ლუმოსში, 3 November
განსხეულების მ^შვიდი ორშაბათი * კურსი ეკატასთან ერთად ლუმოსში
Mon, 03 Nov, 2025 at 07:30 pm